მეთოდი, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას. შედეგის მიიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში მასალის ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მიწოდება უმჯობესია. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის (მოსწავლის) მიერ. ეს მეთოდი თვალსაჩინოს ხდის სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხურს, აკონკრეტებს, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირებას შეიძლება მარტივი სახე ჰქონდეს, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა მათემატიკური ამოცანის ამოხსნა, მისი საფეხურების დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენით, ან ისეთი რთული სახე მიიღოს, როგორიცაა მრაალსაფეხურიანი საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტის ჩატარება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.