და დე დი დო დუ
დედ დევ დეზ დეკ დელ დემ დეო დეპ დეს დეტ დეფ დეც

დესკულიზაცია

E.
(deschooling გასკოლისგარეშება, სკოლის გარეშე დატოვება)კონცეფცია სკოლის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, გაუქმებისა და მისი შეცვლის შესახებ ახალგაზრდობის სოციალიზაციის არატრადიციული ფორმებით. კონცეფცია სოციოლოგიასა და პედაგოგიკაში წამოაყენეს მეოცე საუკუნის 60-70იან წლებში მემარცხენე რადიკალმა თეორეტიკოსებმა: ილიჩმა, გუდმენმა (აშშ), რაიმერმა (დიდი ბრიტანეთი) და ფრაირმა (ბრაზილია). დესკულიზაციის მომხრეები თვლიან, რომ სკოლა, კონფორმიზმის იდეოლოგიის სულისკვეთებით, სამუდამოდ ამკვიდრებს არასამართლიან სოციალურ წესრიგსა და სოციალურ იერარქიას „ტვინების შტამპირების“ მეშვეობით. დესკულიზაციის წარმომადგენლების მოწოდებაა სავალდებულო სწავლების გაუქმება და უარყოფენ სასკოლო რეფორმების ნებისმიერ მცდელობას. შემეცნებითი საქმიანობის მთავარ მოტივად ისინი თვლიან ინდივიდის ბუნებრივ მიდრეკილებას სასარგებლო გამოცდილების შეთვისებისკენ. დესკულიზაციის მომხრეების აზრით ახალგაზრდობის სოციალიზაცია უნდა ხდებოდეს არაფორმალური „საგანმანათლებლო რესურსების“ დახმარებით, უშუალოდ წარმოებაში, სოფლის მეურნეობაში და ასე შემდეგ. მოწაფეობის, შეგირდობის, პროფესიული საქმიანობის მოდელების პრაქტიკული ათვისების, ინსტრუქტორებთან არაფორმალური ურთიერთობის საფუძველზე. მათი აზრით, განათლების ტრადიციული სისტემის უარყოფა გამოიწვევს განკერძოებულობასა და ექსპლუატაციას მიჩვეული საზოგადოების ტრანსფორმაციას ჰუმანისტურად მოაზროვნეთა ასოციაციაში, რომელიც თავისუფალი იქნება გარეგანი ძალდატანებისგან.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9