და დე დი დო დუ
დედ დევ დეზ დეკ დელ დემ დეო დეპ დეს დეტ დეფ დეც

დეფექტოლოგია

L.
(defectus ნაკლი + ბერძნული wyos მოძღვრება, მეცნიერება)მეცნიერება ფსიქიკური და (ან) ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვების განვითარების ფსიქოფიზიკურ თავისებურებათა, მათი სწავლებისა და აღზრდის კანონზომიერებათა შესახებ. ეს არის ერთობლიობა იმ მეცნიერული დისციპლინებისა (ლოგოპედია, სურდოპედაგოგიკა, ტიფლოპედაგოგიკა, ოლიგოფრენოპედაგოგიკა), რომლებიც სწავლობენ ფსიქიკურ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში გადახრილი ბავშვების განვითარების, აღზრდისა და სწავლების თავისებურებებს. ობიექტი განვითარებაში ნაკლის მქონე ბავშვების სწავლებისა და აღზრდის პროცესი. საგანი -კანონზომიერი კავშირები და მიმართებები, ბავშვებთან მუშაობის შინაარსის, ფორმებისა და მეთოდების სპეციფიკა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9