განმავითარებელი შეფასების ქვეკატეგორია. დიაგნოსტიკური შეფასება გეზს აძლევს სწავლების პროცესს მასში შესაბამისი ცვლილებები შეაქვს, ეს შეფასება დაკავშირებულია დიფერენცირებული სწავლების დაგეგმვასთან. დიაგნოსტიკურ შეფასებას მრავალი სპეციალისტი ცალკე კატეგორიადაც გამოყოფს, თუმცა, განმავითარებელი და დიაგნოსტიკური შეფასებები თავიანთი მიზნებითა და დანიშნულებით, ისევე, როგორც პრაქტიკითა და გამოყენებით, ერთმანეთს ბევრ რამეში ემთხვევა. დიაგნოსტიკური შეფასება მოსწავლის სისუსტეების აღმოჩენაზეა ორიენტირებული და აადვილებს ამ სისუსტეების აღმოფხვრის ხერხებისა და მეთოდების შერჩევას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.