და დე დი დო დუ
დია დიგ დიდ დივ დიმ დიპ დირ დის დიფ დიქ

დიადა

Gk.
(õuo ორი)ურთიერთობის უმარტივესი საწყისი ფორმა ემოციონალური კონტაქტის პირობებში. ეს არის ორი ან რამდენიმე ინდივიდის სიმბიოზი, რომელიც გულისხმობს იერარქიულ დამოკიდებულებას. უფრო ძლიერი ინდივიდი ახდენს უფრო სუსტის ფორმალიზებასა და პოლარიზებას. ამით უფრო სუსტი ინდივიდი ღებულობს უფრო ძლიერის ცხოვრების სტილს. ეს გადმოღება შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიურიც. დიადა თავიდან მოუცილებელი რეალობაა ადამიანის ცხოვრებაში, მის არსებობაში. დიადას ადამიანთა ურთიერთმიმართება განაპირობებს თავისი არსებობით. დიადა ნიშნავს ორთა (ორნი ერთად) მოძრაობას, რომლის დროსაც ერთის მოძრაობა არ შეიძლება განხორციელდეს მეორის მოძრაობასთან დამთხვევის გარეშე. კონცეპტუალურად დიადა უფრო ძლიერია, ვიდრე სიმბიოზი, რადგანაც დიადური მიმართება გულისხმობს აბსოლუტურ საჭიროებას მეორეში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9