და დე დი დო დუ
დია დიგ დიდ დივ დიმ დიპ დირ დის დიფ დიქ

დიალოგი

Gk.
(Moyo ლაპარაკი, ორი ადამიბნის საუბარი)ჩვეულებრივი გაგებით: ორ ან მეტ ადამიანს შორის საუბარში აზრთა ზეპირი ან წერითი გაცვლაგამოცვლის ლიტერატურული ან თეატრალური ფორმა; ფილოსოფიური და მეცნიერული გაგებით: ურთიერთობის, კომუნიკაციის სპეციფიკური ფორმა და ორგანიზაცია. ტრადიციულად უპირისპირდება მონოლოგს დიალოგი არის სწავლების მეთოდი, რომელიც გულისხმობს აზრების მონაცვლეობით გაცვლა-გამოცვლას (მიმიკისა და ჟესტების ჩათვლით) თემის შესახებ წარმოდგენის განვითარების მიზნით. დიალოგის საფუძველში ძევს პრობლემა: დიალოგში ხდება განსახილველი პრობლემის შესახებ სხვადასხვა აზრის ურთიერთშეპირისპირება, დაზუსტება. ამასთან, წარმოებს სხვადასხვა თვალსაზრისის „მსუბუქი პრობლემატიზაცია“ და ურთიერთშეპირისპირება, არ ხდება მათი შეჯახება, არამედ ისინი ამოსავალი წარმოდგენებით ერთმანეთს ავითარებენ. დიალოგის სახეებია: შიდა, კრიტიკული, ევრისტიკული.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9