(8&ckrukóç დამრიგებელი)პედაგოგიკისა და განათლების თეორიის ნაწილი, რომელიც სწავლობს სწავლების პრობლემებს. ხსნის ცოდნისა და უნარჩვევების შეთვისებისა და მრწამსის ფორმირების კანონზომიერებებს, განსაზღვრავს განათლების მოცულობასა და სტრუქტურას, განიხილავს სწავლების თეორიულ საფუძვლებს. დიდაქტიკის ძირითადი საკითხის ფორმულირებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა: ერთნი მას უკავშირებენ სწავლებისა და აღზრდის შინაარსის საკითხებს, მეორენი იხილავენ კონკრეტული საგნის სწავლების პროცესში მოსწავლეთა აზროვნების მიმდინარეობის კანონზომიერეჩების ჩარჩოებში, მესამენი აჯამებენ მას ორ რიტორიკულ კითხვაში: „რა ვასწავლოთ?“ და „როგორ ვასწავლოთ?“. დიაქტივის ამოცანებია: სწავლების პროცესის, მისი ორგანინაციისა და მისი რეალიზაციის აღწერა და ახსნა; სწავლების თანამედროვე პროცესების დამუშავება; ახალი მსწავლებლური სისტემების დამუშავება; სწავლების ახალი ტექნოლოგიების დამუშავება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.