და დე დი დო დუ
დია დიგ დიდ დივ დიმ დიპ დირ დის დიფ დიქ

დივერგენცია

L.
(divergere განსხვავებულობის აღმოჩენა, divergentia სხვადასხვაობა) სხვადასხვაობა; გადახრა, განშტოება; გონებრივი ოპერაცია. დივერგენციის ცნება სოციალური მეცნიერების მიერ ნასესხებია ბიოლოგიიდან, სადაც იგი აღნიშნავს მონათესავე ორგანიზმების ევოლუციის პროცესში მათი ნიშანთვისებების ურთიერთდაშორებას, ან კიდევ, თავდაპირველად ერთიანი ეკოლოგიური ერთობის დაშლას დამოუკიდებელ ახალ ერთეულებად. ამ ცნებას თავისი მნიშვნელობა გააჩნია პოლიტიკაშიც. დივერგენცია კონვერგენციის საპირისპიროა. რეალურად დივერგენციული და კონვერგენციული პროცესები უწყვეტ ურთიერთქმედებაში იმყოფებიან, უზრუნველყოფენ ყველა არსებული საზოგადოებრივი ორგანიზმის სტაბილურ განვითარებასა და ფუნქციონირებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9