და დე დი დო დუ
დია დიგ დიდ დივ დიმ დიპ დირ დის დიფ დიქ

დისკალკულია

E.
dyscalculia) არითმეტიკის შესწავლის უუნარობა. იგი ხშირად დამოუკიდებელი სენია და არა სხვა ნეიროლოგიური ან ფსიქოლოგიური პრობლემების გვერდითი შედეგი. დისკალკულიის საფუძველია ერთი შეხედვით (ე. ი. გადათვლის გარეშე) ობიექტების რაოდენობის შეფასების უუნარობა. ამ ფუნქციაზე პასუხისმგეხელია შიგათხემისეული ნაოჭი. იმ ადამიანებს, რომელთაც ეს სენი აწუხებთ, ტვინის ეს უბანი უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს, და არასაკმარისადაა აქტიური. ასეთ ადამიანებს ხშირად აწუხებთ, აგრეთვე, დისლექსია და ყურადღების დეფიციტის სინდრომი. გამორკვეულია, რომ სასკოლო ასაკის ბავშვების დაახლოებით 5% იტანჯება ისეთი იშვიათი დაავადებით, როგორიცაა დისკალკულია. იგი ვლინდება გამოთვლების ჩატარების უუნარობაში, თვლის ვერგაგებასა და ციფრების ვერგარჩევაში. თუ ადამიანს არ ჰქონდა არავითარი სიძნელე თვლასა და ანგარიშში, მაგრამ რომელიმე ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგად დაკარგა ეს უნარი, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს აკალკულიასთან. აკალკულია ხასიათდება თვლის უნარის დარღვევით, ხოლო დისკალკულია მისი დაუფლების შასაძლებლობით
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9