მასწავლებლისა და მოსწავლეთა ურთიერთქმედება მანძილზე, რომელიც ასახავს სასწავლო პროცესის მახასიათებელ ყველა კომპონენტს (მიზნები, შინაარსი, მეთოდები, ორგანიზაციული ფორმები, სწავლების საშუალებანი) და რეალიზებულია ინტერნეტტექნოლოგიების სპეციფიკური საშუალებებით ან სხვა შესაძლებლობებით, რომლებიც ითვალისწინებს ინტერაქტიურობას. დისტანციური სწავლება - სწავლების დამოუკიდებელი ფორმაა და მასში ინფორმაციული ტექნოლოგიები წამყვან საშუალებას წარმოადგენს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.