საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაციის ფორმა, რომლის რეალიზაცია ხდება მოსწავლეთათვის მახასიათებელი ნიშნების მიხედვით მათი ჯგუფებად დაყოფის საფუძველზე იმ მიზნით, რომ თითოეული ჯგუფისათვის შეიქმნას მასალის შეთვისების ოპტიმალური პირობები, ცალკე შეირჩეს მუშაობის ფორმა და ტემპი, შინაარსი, სპეციფიკური მეთოდები და ხერხები. სწავლებასა და განათლებაში დიფერენციაცია არსებობს:
გარეგანი (სპეცსკოლების ორგანიზაცია, გახსნა გაღრმავებული სწავლების ან კორექციული კლასების, ფაკულტატივების, არჩევითობის მიხედვით კურსების და ასე შემდეგ. და სხვა.)
შინაგანი, როცა ჩვეულებრივი კლასის ჩარჩოებში ყოველი მოსწავლისათვის განისაზღვრება გაკვეთილზე მუშაობის ყველაზე უფრო რაციონალური ხასიათი მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით
ელექტიური (როცა მოსწავლეებს ეძლევათ უფლება აუცილებელ სასწავლო დისციპლინებთან ერთად შეარჩიონ საგნები დამატებით შესწავლისათვის.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.