და დე დი დო დუ
დომ დოქ დოც

დოქტორ ფოკსის ეფექტი

ეს არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ინფორმაციის მომწოდებელი ადამიანის გამომხატველობა და იმპრესიულობა მსმენელისათვის შეიძლება იყოს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თვით ინფორმაცია, რომელსაც ის აწვდის. მთხრობელის ტალანტს შეუძლია გააბუნდოვნოს, დაჩრდილოს ინფორმაციის ცუდი ხარისხი, გამოგონილობა, უსარგებლობა და უშინაარსობა. მაგრამ იმავდროულად მსმენელი, რომელმაც ეს ინფორმაცია მიიღო, დარწმუნებული იქნება, რომ მართლა გაიგო მრავალი სიახლე და ბევრი რამ ისწავლა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9