ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეუ ეფ ექ
ეგა ეგზ ეგო

ეგზისტენციალიზმი

Fr.
( exsistentialisme exsistentia - არსებობა)მეოცე საუკუნის ფილოსოფიის განსაკუთრებული მიმართულება, რომელიც თავისი ყურადღების აქცენტირებას აკეთებს ადამიანის ყოფიერების უნიკალურობაზე და მას ირაციონალურ ფენომენად აცხადებს; აღიარებს იდეას ადამიანის მიერ საკუთარი არსების დაძლევისა (და არა გახსნის) და მისი ემოციონალური ბუნების სიღრმისეულობაზე დიდი აქცენტის გაკეთების აუცილებლობის შესახებ. მეი როლოს თანახმად, ეგზისტენციალიზმი უბრალოდ ფილოსოფიური მიმართულება კი არ არის, არამედ კულტურული მოძრაობაა, რომელშიც აღიბეჭდება თაამედროვე დასავლეთელი ადამიანის ღრმა ემოციონალური და სულიერი ზომა და რომელშიც აისახება ფსიქოლოგიური სიტუაცია, რომელშიც ეს ადამიანი იმყოფება, უნიკალური ფსიქოლოგიური სიძნელეები, რომლებიც ამ ადამიანს ხვდება. პირველ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსად მიჩნეულია სიორენ კირკეგორი, რომლის აზრით, ყოველი ინდივიდი ვალდებულია, გარკვეული მნიშვნელობა მიანიჭოს საკუთარ ცხოვრებას და ის მტკიცედ და ჭეშმარიტად განვლოს. ეგზისტენციალური ფილოსოფია არის ჰუმანიზმის განვითარების თეორიული ფუნდამენტი, რომელიც ადამიანს იხილავს როგორც სუბიექტს, რომელშიც მდგომარეობს ინდივიდუალური დინამიკის, თავისუფალი და პასუხისმგებლური თვითშემოქმედებისა და საკუთარი პიროვნების ქმნადობის ყველა რესურსი და მექანიზმი. ეგზისტენციალიზმმა პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა და გარდა ფილოსოფიისა, გავლენა მოახდინა თეოლოგიაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურასა და ფსიქოლოგიაზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9