სწავლების ერთ-ერთი კონკრეტული მეთოდი, რომელიც გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის შეგროვებისათვის პრობლემური სიტუაციების პირობებში ან უკვე არსებული ინფორმაიის მოსაწესრიგებლად შემოქმედებითი ამოცანების ამოხსის პროცესში. ეს მეთოდი ეკუთვნის ორატორული ხელოვნების ძველ რომაელ თეორეტიკოსს კვინტილიანეს, რომელიც თავის მოსწავლეებს ურჩევდა, რომ საკუთარი თავისთვის დაესვათ შვიდი კითხვა: ვინ? (სუბიექტი), რა? (ობიექტი), რატომ? (მიზანი), სად? (ადგილი), რით? (საშუალება), როგორ?(მეთოდი), როდის? (დრო). თუ ამ კითხვებს გარკვეული თანამიმდევრობით შევაერთებთ ერთმანეთთან (1, 12, 13, , 1-7; 2, 2-2, 2-3, ., 2-7; 7-7), ისინი წარმოშობენ უამრავ ახალ, ხშირად სავსებით მოულოდნელ, კითხვებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.