svpu0uía გაწონასწორებულობა, შეთანხმებულობა, თანაზომადობა, ჰარმონიულობა) — მხატვრული მოძრაობის ხელოვნება, რომელიც ევროპაში გაჩნდა XX საუკუნის დასაწყისში. ეს არის განსაკუთრებული ჰარმონიული მოძრაობის, რომელიც გვაგონებს ცეკვას ან პანტომიმას, შეხამება პოეტურ მეტყველებასთან ან მუსიკასთან, ევრიტმიკული მოძრაობა ხასიათის მიხედვით მხატვრულია და ამავდროულად სამკურნალოც, რადგანაც ემყარება მუსიკისა და მეტყველების სილამაზისა და მისი კანონების ღრმა განცდასა და გაგებას. ევრიტმია დაამუშავა რუდოლფ შტაინერმა და გავრცელდა მთელს მსოფლიოში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.