ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეუ ეფ ექ
ეზო

ეზოთერიკა

Gk.
(êøureptxóç შინაგანი)მისტიკურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ბუნებისა და გარესამყაროს სუბიექტური შემეცნება მისაწვდომია მხოლოდ პირთა შემოსაზღვრული წრისათვის. ეს არის მოძღვრება სამყაროს ობიექტებისა და ადამიანის მისტიკური არსის შესახებ. სწავლობს პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს სამყაროში და სინქრონულად აისახება „დამიანის სულის სიღრმეებში. ეზოთერული ფსიქოპრაქტიკა ნაწილობრივ შემონახულია ზოგიერთი მისტიკური ტრადიციის ჩარჩოებში. ასეთი პრაქტიკის მაგალითებად შეიძლება დავასახელოთ: სუფიზმი ისლამში, ნეიდანი დაოსიზმში, იოგა ინდუიზმში, ძენ ბუდიზმში, ისიხაზმი მართლმადიდებლობაში და კაბალა იუდაიზმში. გამომდინარე იტყვის სემანტიკური მნიშვნელობიდან, ეზოთერიკა შეიძლება ვუწოდოთ ნებისმიერ ფარულ პრაქტიკას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9