(auctoritas - ძალაუფლება, გავლენა) პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროსაც ძალაუფლების მატარებელი პირი (მაგალითად, დიქტატორი) თავს აცხადებს ძალაუფლებისათვის უფლებამოსილად. ასეთი ძალაუფლების განხორციელების საფუძველია მხოლოდ და მხოლოდ ამ ძალაუფლების მატარებელი პირის აზრი ამის შესახებ. ავტორიტარიზმი, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების ფორმა, ხშირად ეხამება ავტოკრატიასა (ძალაუფლებისადმი მიმართების ფორმა) და დიქტატურას (ძალაუფლების განხორციელების ფორმა), თუმცა, ეს აუცილებელი არ არის.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.