(ý0xóv . 0g ზნე-ჩვეულება)პედაგოგიკის მოკავშირე მეცნიერება, ფილოსოფიური დისციპლინა, რომლის კვლევის საგანია მორალი და ზნეობა. მორალი პოლიტიკურია, ზნეობა ეროვნული. ეთიკისმიერ გამომუშავებული ცნებები: გულმოწყალება, სამართლიანობა, მეგობრობა, სოლიდარობა და მისთანები მიმართულებას აძლევენ სოციალური ინსტიტუტებისა და მიმართებების მორალურ და ზნეობრივ განვითარებას. მეცნიერებაში ეთიკის ქვეშ გულისხმობენ ცოდნის სფეროს, ხოლო მორალსა და ზნეობაში - იმას, რასაც ის სწავლობს. ტერმინი ეთიკა ზოგჯერ გამოიყენება განსაზღვრული სოციალური ჯგუფის მორალური და ზნეობრივი ნორმების სისტემის აღსანიშნავად.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.