პედაგოგიკური მეცნიერება, რომლის შესწავლის საგანია ხალხური პედაგოგიკა როგორც იზრდისა და სწავლების ტრადიციული პრაქტიკა. როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, იგი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში. ჩამოყალიბდა ხალხური პედაგოგიკის ემპირიულ ფაქტოლოგიურ ბაზაზე, როგორც მისი თეორიული გააზრება. იგი ანალიზს უკეთებს იმ იდეალებს, ტრადიციებს, ჩვეულებებს, აღზრდის რიტუალებს, რომლებიც ისტორიულად ჩამოუყალიბდა სხვადასხვა ხალხებს, აფასებს მათ როლს თანამედროვე აღმზრდელობით პრაქტიკაში, მომავალ თაობას უყალიბებს ძვირფას ზნეობრივ-ეთიკურ და ესმეტიკურ შეხედულებებს ოდინდელ ოჯახურ, გვაროვნულ, ტომობრივ, ხალხურ და ეროვნულ ფასეულობათა შესახებ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017