ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეუ ეფ ექ
ელე ელი ელო

ელექტიური კურსები

იგივეა, რაც კურსები შერჩევით. ისინი აუცილებელია უფროსკლასელთათვის; პროფილური სწავლების სისტემაში თამაშობენ მნიშვნელოვან როლს. ისინი დაკავშირებულია, პირველყოვლისა, ყოველი მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო ინტერესების, მოთხოვნილებებისა და მიდრეკილებების დაკმაყოფილებასთან. ელექტიურ კურსებს შორის შეიძლება გამოიყოს საგნობრივი, საგანთაშორისი (ინტეგრაციული), და ასევე) კურსები, რომლებიც არ შედიან ბაზისურ სასწავლო გეგმაში, საგნობრივი კურსების ამოცანაა საბაზისო კურსებში ცოდნის გაღრმავება; საგანთაშორისი კურსების ამოცანაა ბუნებისა და საზოგადოების შესახებ მოსწავლეთა ცოდნის ინტეგრაცია; ხოლო ელექტიური კურსები, რომლებიც ბაზისურ, სასწავლო გეგმას არ განეკუთვნებიან, მოწოდებულია იმისათვის, რომ მოსწავლეები აზიარონ ფსიქოლოგიურ, სოციალურ, კულტუროლოგიურ, სახელოვნებო პრობლემებს და ის მისცენ მათ წარმოდგენები მომავალში თავიანთი ძალების უფრო მეტად გაფურჩქვნის შესაძლებლობის შესახებ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9