ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეუ ეფ ექ
ელე ელი ელო

ელექტრონული სწავლება

  1. სწავლების სისტემა, რომელიც რეალიზდება ინფორმაციული და ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით. იგი მოიცავს სწავლების სამ სახეს: დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პროფესორისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო მასალის გადაცემა ხორციელდება - ელექტრონული კურსის საშუალებით. ჰიბრიდული (დასწრებული დისტანციური), როცა სწავლების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში. მთლიანად დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას პროფესორის ფიზიკური თანდასწრების გარეშე. სასწავლო კურსი თავიდან ბოლომდე დისტანციურად ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობს. ელექტრონულ სწავლებას მიეკუთვნება:
  2. დამოუკიდებელი მუშაობა ელექტრონულ მასალებზე, პერსონალური კომპიუტერის, მობილური ტელეფონის, ტელევიზორისა და სხვათა გამოყენებით.
  3. კონსულტაციების, რჩევის, შეფასებების მიღება ტერიტორიულად დაშორებული ექსპერტისგან (მასწავლებლისგან), დისტანციური ურთირთქმედების შესაძლებლობა.
  4. მომხმარებელთა ისეთი განაწილებული საზოგადოების (სოციალური ქსელების) შექმნა, რომლებსაც მიჰყავთ ვირტუალური სასწავლო საქმიანობა.
  5. ელექტრონული სასწავლო მასალების დროული დღეღამური მიტანა; სტანდარტები და სპეციფიკაციები ელექტრონულ სასწავლო მასალებსა და ტექნოლოგიებზე, სწავლების დისტანციურ საშუალებებზე.
  6. დაწესებულებათა და ჯგუფის ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ინფორმაცილი კულტურის ფორმირება და ამაღლება, მათ მიერ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დაუფლება, საკუთარი ჩვეულებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება.
  7. ინოვაციური პედაგოგიური ტექნოლოგიების ათვისება და პოპულარიზაცია, მათი გადაცემა მასწავლებელთათვის.
  8. სასწავლო ვებ-რესურსების განვითარების შესაძლებლობა.
  9. თანამედროვე ცოდნის შეძენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე, მსოფლიოს ნებისმიერ მისაწვდომ წერტილში.
  10. უმაღლესი განათლების მისაწვდომობა ფსიქოფიზიკური განვითარების თავისებურებათა მქონე პირთათვის.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9