ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეუ ეფ ექ
ელე ელი ელო

ელიტა

  1. L.
    (რჩეული, ეთესი)
  2. მცენარის ან ცხოველის საუკეთესო ეგზემპლარი, ჯიშის გასაუმჯობესებლად შერჩეული.
  3. სოციოლოგიასა და პოლიტიკაში: იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომელთაც უკავიათ მაღალი თანამდებობები სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა კავშირის მართვასა და ეკონომიკაში. ელიტა წარმოადგენს მდგრად ერთობას, მასში შემავალ ადამიანთა მჭიდრო კავშირებით, აქვთ საერთო ინტერესები და მათთვის ადვილი მისაწვდომია რეალური ხელისუფლების ბერკეტები. ყოველგვარი ელიტა ახორციელებს სოციუმის მართვის ფუნქციას, ასევე, საზოგადოებრივი ცხოვრების პარადიგმების ცვლის პირობებში რეგლამენტს უწესებს ქცევის ახალი მოდელების (სტერეოტიპების) გამომუშავებას, რაც მოცემულ სოციუმს გარესამყაროში ან ეთნიკურ ლანდშაფტში ცვლილებათა მიმართ ადაპტირების უფლებას აძლევს. ამასთან, სტრუქტურულად ელიტა გარეშე გავლენისათვის შეიძლება იყოს ღია (დემოკრატიის ძალაუფლება) ან აღმოჩნდეს სრულიად დახურული და გარედან ვერავინ ვერ ჩაერიოს მის საქმიანობაში (ავტორიტარული საზოგადოება).
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9