აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
ავე ავკ ავტ

ავტორიტარული

Fr.
(autoritaire მბრძანებლური auctoritas ძალაუფლება, გავლენა) ერთპიროვნული ძალაუფლების პრინციპებზე, ავტორიტეტისადმი, ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილებაზე დამყარებული. ავტორიტარული ხასიათი სოციალური ხასიათის ერთერთი ტიპი, რომელიც აღწერა ერიხ ფრომმა; ფრომის მიხედვით, ავტორიტარული ხასიათისათვის არსებობს ორი სქესი ძლიერი და სუსტი. ავტორიტარული პიროვნება ადამიანი, რომელიც მიდრეკილია ავტორიტარულობისკენ. ჩვეულებრივ, ეს არის კაცი, რომელიც მიისწრაფვის ერთპიროვნული ლიდერობისკენ და თავის ირგვლივ აყალიბებს მკაფიო იერარქიულ სტრუქტურას, რომელიც დამყარებულია მისი თხოვნების, მოთხოვნებისა და ბრძანებების მკაცრ შესრულებაზე. ავტორიტარული პიროვნება თავის თავს მიაკუთვნებს ძლიერ და უძლეველ ძალას. მთელი ავტორიტაული აზროვნების ზოგადი ხასიათი მდგომარეობს რწმენაში, რომ სიცოცხლე განისაზღვრება ძალებით, რომლებიც ადამიანს გარეთ, მის ინტერესებსა და სურვილებს მიღმა მდებარეობს. ერთადერთი შესაძლო ბედნიერება ამ ძალებისადმი მორჩილებაშია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9