ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეუ ეფ ექ
ემო ემპ

ემოციონალური აზროვნება

აზროვნების ტიპი, რომელიც ორგანულადაა დაკავშირებული ხატოვან (სახოვან) აზროვნებასთან და ორივე ერთად ცნობიერების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ისინი უდიდეს თამაშობენ აზროვნების პროცესში და მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს. ხატოვანი მუდმივად ახლავს აზროვნების პროცესს, ემოციონალური ეხმარება ხატოვანს აზრის გაბრწყინების მიღწევაში, ახალი ორიგინალური აზრების გამომუშავებაში. როცა ადამიანი დაეუფლება ცოდნას რომელიმე საგნის შესახებ, მისი გონება ინახავს ამ საგნის სახეს მის ემოციონალურ შეფერილობასთან ერთად. შემდგომში ადამიანს შეუძლია გარდაქმნას, გადააკეთოს ეს საგანი მისი სახისა და ემოციონალურობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ემოციონალური აზროვნება მას აძლევს ამ საგნის ორიგინალურად გარდაქმნის (გადაკეთების) საშუალებას. როცა ფერმწერი თავის ტილოზე გამოსახავს ადამიანს, იგი ამოდის ამ ადამიანის სახიდან, მისგან იწყებს მოძრაობას და შემდეგ საკუთარი ემოციონალური აზროვნება მას კარნახობს, რომელი თვისებები მიანიჭოს მის მიერ გამოსახულ ადამიანს. ხატოვანი აზროვნების პროცესი სწრაფია, უფრო მეტიც, ლოგიკურ აზროვნებასთან შედარებით მეყსეულია. და რაც უფრო სწრაფია ადამიანის ხატოვანი აზროვნება, მით უფრო ტალანტიერია იგი. ემოციონალური აზროვნება ფართოდაა გავრცელებული ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგიერთი ადამიანი ბუნებამ ამ ნიჭით მეტად დააჯილდოვა (ისინი უმცირესობაა), ზოგიერთები კი ნაკლებად (ისინი უმრავლესობაა), ზოგიერთებს ასეთი უნარი საერთოდ არ მისცა. ამასთან, არ შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ ასეთი აზროვნება ახასიათებთ მხოლოდ ხელოვნების მოღვაწეებს. მათ ძლიერი ხატოვანი აზროვნებაც ახასიათებთ. ხატოვანი აზროვნების გარეშე მხატვარი არ არსებობს, მაგრამ ადამიანი, რომელსაც განვითარებული აქვს ემოციომალური აზროვნება, აუცილებელი არ არის მხატვარი გამოვიდეს. ასეთ ადამიანებს შეიძლება შემოქმედი ადამიანები ვუწოდოთ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9