ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეუ ეფ ექ
ემო ემპ

ემოციონალური თვითრეგულაცია

ეს არის ემოციების თვითრეგულირება, რისთვისაც აუცილებელია ცხოვრებისეულ მოვლენებზე სოციალურად მისაღები სახით ემოციონალური რეაგირების განვითარებული უნარი, სადაც შენარჩუნებული იქნება საკმაო მოქნილობა, რომ დაშვებულ იქნას სპონტანური რეაქციები, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლებოდეს მათი გადადება. ის შეიძლება აღიწეროს როგორც ემოციონალურ რეაქციებზე დაკვირვების, მათი შეფასებისა და მოდიფიკაციის იმ პროცესების ერთობლიობა, რომლებიც აძლიერებენ ან ასუსტებენ ემოციებს. ემოციონალური თვითრეგულაცია მიეკუთვნება ემოციების რეგულაციის პროცესების უფრო ფართო კლასს, რომელიც მოიცავს როგორც საკუთარ გრძნობებზე კონტროლს, ისე სხვა ადამიანთა გრძნობებზე ზემოქმედებას, პიროვნებათაშორის ურთიერთობათა პროცესში. იგი წარმოადგენს სოციალიზაციის აუცილებელ პირობას და დამოკიდებულია როგორც საზოგადოების კულტურაზე, ისე სიტუაციის სოციალურ კონტექსტისზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9