მეხსიერბის სახე, რომელიც ვლინდება გრძნობებისა და განცდების დამახსოვრებაში (საკუთარი ადრინდელი საქციელისათვის შიშის, სირცხვილის ან სხვა. დამახსოვრება). ემოციონალური მეხსიერებისაა ის ადამიანი, რომელიც დიდხანს ვერ ივიწყებს წყენას და არ შეუძლია პატიება. ემოციონალური მეხსიერების უქონლობა იწვევს ადამიანის „ემოციონალურ სიბლაგვეს“, იგი რობოტს ემსგავსება, გარშემომყოფთათვის ხდება არამომხიბლავი, არასაინტერესო. გახარებისა და ტანჯვის ნიჭი და უნარი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.