ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეუ ეფ ექ
ემო ემპ

ემოციონალურობა

ადამიანის თვისება, რომელიც ახასიათებს მისი ემოციებისა და გრძნობების შინაარსს, ხარისხსა და დინამიკას. იგი ტემპერამენტის ერთ-ერთი ძირითადი მდგენელია. ემოციონალურობის, როგორც ტემპერამენტის გამოვლინების ერთ-ერთი სფეროს, თვისებებია: შთამბეჭდაობა, მგრძნობელობა, იმპულსურობა და სხვა. ემოციონალურობის შინაარსობრივი ასპექტები ასახავენ მოვლენებსა და სიტუაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნიათ სუბიექტისათვის. ისინი უწყვეტადაა დაკავშირებული პიროვნების ძირითად თავისებურებებთან, მის ზნეობრივ პოტენციალთან. ემოციონალურობის ხარისხობრივი თვისებები ახასიათებს ინდივიდის მიმართებას გარესამყაროს მოვლენებისადმი და გამოიხატება დომინირებული ემოციების ნიშანსა და მოდალობაში. ემოციონალურობის დინამიკურ თვისებებს მიეკუთვნება ემოციონალური პროცესებისა და მათი გარეგანი გამოხატულების აღმოცენების, მიმდინარეობისა და შეწყვეტის თავისებურებები. საზოგადოდ ემოციონალურობა ხასიათდება როგორც: ასოციაციების სიმდიდრე და სისწრაფე; ზეშთაგონების წყარო შემოქმედი პიროვნებისათვის; გრძნობათა მკაფიო გამოხატულება და სახეების მრავალგვარობა; აღქმის უშუალობა და სიცხოველე; შინაგანი სამყაროს ასახვა და სხვა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9