(ვნება, ტანჯვა) იგივეა, რაც პირადი ანალოგია. საზოგადოდ,ეს არის სხვა ადამიანის მიმდინარე ემოციონალური მდგომარეობის გაცნობიერებული თანაგრძნობა, მისი გაცნობიერების უნარი, თანაგანცდა, ამ განცდის გარეგანი წარმოშობის შეგრძნების დაკარგვის გარეშე. შესაბამისად, ემპათი არის ის ადამიანი, რომელსაც ემპათიის უნარი განვითარებული აქვს. მაგალითად, ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ არაგულწრფელობას, პირმოთნეობას, სიყალბეს. ეს მათ ეხმარება, რომ ლოგიკური მსჯელობის გარეშე შეამჩნიონ საშიშროება და თავიდან აიცილონ იგი, გაექცნენ მას. ემპათიური აღქმა ინტუიციას ემყარება და ამიტომ მოქმედებს უფრო სწრაფად, ვიდრე ლოგიკა. სიტყვა „ემპათი“ არ არის მეცნიერული ტერმინი, იგი ფანტასტიკაში გამოიყენება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.