(kvrporía მობრუნება, გადაქცევა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში: მრავალი ელემენტისაგან შემდგარი სისტემის უწესრიგობის ზომა. ინფორმაციული ენტროპია ინფორმაციის ქაოსურობის ზომა, პირველადი ანბანის რომელიმე სიმბოლოს გამოჩენის განუსაზღვრელობა; ენის ენტროპია რომელიმე გარკვეულ ენაზე ტექსტის ან თვით ამ ენის სტატისტიკური ფუნქცია, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციის რაოდენობას ტექსტის ერთეულზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.