(სწავლება მეცნიერების მთელ წრეში სწავლება) საკაცობრიო ცოდნის ყველა დარგის ან დისციპლინათა წრის სისტემაში მოყვანილი მიმოხილვა; მეცნიერული გამოცემა (ჩვეულებრივ, ლექსიკონის სახით), რომელშიც თავმოყრილია არსებითი ხასიათის ცნობები ცოდნის ყველა ან რომელიმე ცალკე დარგიდან. ცოცხალ ენციკლოპედიას უწოდებენ მრავალმხრივ განვითარებულ ადამიანს, რომლისგანაც ყოველთვის შეიძლება მიიღო ცნობა სხვადასხვა საკითხზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.