autorität ავტორიტეტი ლათინური. auctoritas ძალაუფლება, გავლენა) ზოგადი გაგე ბით: საყოველთაოდ აღიარებული გავლენა, მნიშვნელობა და მნიშვნელობაზე დამყარებული ან მასთან შეერთებული ძალაუფლება; ვიწრო გაგებით: გონებრივი გავლენა, რომელიც იწვევს პატივისცემას, რაც აღმოცენდება უპირატესი და აღიარებული ძალაუფლების ან გამოჩენილი და აღიარებული სიბრძნის, ცოდნის, კეთილმყოფელი თვისებების ფლო ბის შედეგად. ინდივიდის გავლენა, რომელიც დაფუძნებუ ლია მის მიერ დაკავებულ მდგომარეობაზე, თანამდებობაზე, სტატუსზე და სხვა.
პირი, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს მოპოვებული. ავტორიტეტი მდგომარეობს სუბიექტის (მატარებლის) დიდი მიღწევების, ცოდნის, უნარების, ჩვევე ბის, შესაძლებლობების, საზოგადოებაში მისი განსაკუთრე ბული მდგომარეობის, საზოგადოებისთვის, სოციალური ცხოვრების სფეროსთვის, მეცნიერებისთვის მის წარმატებათა მნიშვნელოვნობის და სხვათა აღიარებაში. პირი, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს მოპოვებული. ავტორიტეტი მდგომარეობს სუბიექტის (მატარებლის) დიდი მიღწევების, ცოდნის, უნარების, ჩვევე ბის, შესაძლებლობების, საზოგადოებაში მისი განსაკუთრე ბული მდგომარეობის, ზოგადოებისთვის, სოციალური ცხოვრების სფეროსთვის, მეცნიერებისთვის მის წარმატებათა მნიშვნელოვნობის და სხვათა აღიარებაში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.