ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეუ ეფ ექ
ექს

ექსპერიმენტი

L.
(სინჯი, ცდა) ზუსტად გათვალისწინებულ პირობებში დადგმული ცდა, მოვლენის შესწავლა, რომელიც იძლევა მოვლენის მსვლელობისათვის თვალ-ყურის დევნებისა და მისი მრავალჯერადი გამეორების საშუალებას, ამ პირობების გამეორების დროს. ეს არის ამა თუ იმ მოვლენის კვლევის მეთოდი დამკვირვებლის მიერ მართვად პირობებში. დაკვირვებისგან განსხვავდება შესასწავლ ობიექტთან აქტიური ურთიერთქმედებით. ჩვეულებრივ, ექსპერიმენტი ტარდება მეცნიერული კვლევის ჩარჩოებში და მისი დანიშნულებაა ჰიპოთეზის შემოწმება, ფენომენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა. ექსპერიმენტი ცოდნისადმი ემპირიული მიდგომის ქვაკუთხედია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9