სიტყვიერ-ლოგიკური მეხსიერების სახე, რომელიც ემყარება ადრე მიღებული ცოდნის გაცნობიერებულ გამოყენებას. საქმიანობის მიზნებთან კავშირის ხარისხის მიხედვით არჩევენ ნებისმიერ და არანებისმიერ მეხსიერებას. არანებისმიერი მეხსიერება ეს არის სახის (ხატის) კვალი ცნობიერებაში, რომელიც აღმოცენდება საამისოდ სპეციალურად დასახული მიზნის გარემე. ინფორმაცია ინახება თითქოსდა ავტომატურად, ყოველგვარი ნებისყოფითი დაძაბულობის გარეშე. ბავშვობაში მეხსიერების ეს სახე განვითარებულია, ასაკის მატებასთან ერთად იგი უსუსურდება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.