განფენილობა, სივრცე, გავრცელებულობა) სემანტიკის ტერმინი. აღნიშნავს ცნების მოცულობას, ესეიგი სიმრავლეს იმ ობიექტებისა, რომლებსაც აქვთ უნარი, იწოდებოდნენ მოცემული ენობრივი ერთეულით. მაგალითად, ცნების „ადამიანი“ ექსტენსიონალში შედის ყველა ის ობიექტი, რომლებიც ატარებენ თვისებას: „იყოს ადამიანი“ (სოკრატე ადამიანია, ფილოსოფოსი ადამიანია, მოაზროვნე არსება ადამიანია და სხვა.), ან, ცნების „განტოლება“ ექსტენსიონალში შედის ყველა ის ტოლობა, რომელიც განტოლების თვისებებს ატარებს. ექსტენსიონალს უპირისპირდება ინტენსიონალი. ორივე ერთად ერთმთლიანობას ქმნიან და ახასიათებენ ცნებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.