მოსწავლეებში ჯანმრთელობის მოთხოვნილების აღზრდა, ცხოვრების ჯანმრთელი წესის არსის მეცნიერული გაგების ფორმირება და შესაბამისი ქცევის გამომუშავება. ვალეოლოგიური განათლებისა და აღზრდის საფუძველია ჯანმრთელი ადამიანის ფორმირების კონცეფცია, რომელიც გულისხმობს მიზნის მიღწევას. ზნეობრივი, ფიზიკური და სქესობრივი აღზრდით, ფსიქოთვითრეგულაციის ხერხების სწავლებით, ჰიგიენური, ფიზიოლოგიური, ეკოლოგიური და მედიცინის ცოდნის გადაცემითა და შეთვისებით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.