ძლიერი, ჯანმრთელი, ღირსეული) კვლევის ამოცანებთან კვლევის მეთოდიკებისა და შედეგების შესაბამისობის ზომა. ვალიდურობა ითვლება ექსპერიმენტალური ფსიქოლოგიისა და ფსიქოდიაგნოსტიკის ფუნდამენტურ ცნებად. როცა ლაპარაკობენ ვალიდურობის ხარისხის შესახებ, მაშინ განიხილება ის, თუ რამდენად შეესაბამება კვლევის შედეგები დასმულ ამოცანებს. ამასთან, ვალიდურობა არ იზომება რომელიმე პირობით ერთეულებში. ვალიდურობის სახეებია: გარეგანი (ოპერაციონალური, კონსტრუქტული), შინაგანი, დიფერენციალური, ილუზორული, კრიტერიალური, პროგნოსტიკული, შინაარსობრივი, ემპირიული, მიმდინარე და მრავალი სხვა. ვალიდურობა კონსტრუქტული (კონცეპტუალური, ცნებითი ვალიდურობა) ოპერაციონალური ვალიდურობის კერძო შემთხვევა, თეორიის ექსპერიმენტალური მონაცემების ინტერპრეტაციის მეთოდის ადეკვატურობის ხარისხი, რომელიც განისაზღვრება ამა თუ იმ თეორიის ტერმინთა გამოყენების სისწორით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.