გარეგანი ვალიდურობის კერძო შემთხვევა, ჰიპოთეზის შესამოწმებელი ექსპერიმენტის მეთოდიკისა და გეგმის შესაბამისობის ხარისხი. ოპერაციონალური ვალიდურობა განსაზღვრავს გამოყენებული ექსპერიმენტალური მეთოდიკისა (ექსპერიმენტალური მტკიცებების) და მოცემული ექსპერიმენტის ორგანიზაციისა და ჩატარების საფუძვლად მიღებული თეორიული დებულებების შესაბამისობის ხარისხს. ოპერაციონალური ვალიდურობის ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს კონსტრუქტული ვალიდურობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.