მოქმედების განმეორებით შესრულება მისი შეთვისების მიზნით. სწავლების სხვადასხვა პირობებ ში ვარჯიშობა (ვარჯიში) არის ან ერთადერთი პროცედურა, რომლის ჩარჩოებშიც ხორციელდება სწავლის პროცესის ყველა კომპონენტი (მოქმედების შინაარსის ნათელყოფა, მისი განმტკიცება, განზოგადება და ავტომატიზაცია), ან ერთდაერთი პროცედურაა გვერდით ახსნისა და დასწავლისა, რომლებიც წინ უსწრებენ ვარჯიშს და უზრუნველყოფენ მოქმედების შინაარსის პირველად გარკვევასა და მის პირველად განმტკიცებას. ამ შემთხვევაში ვარჯიში უზრუნველყოფს გარკვევისა და განმტკიცების დასრულებას, ასევე, განზოგადებასა და ავტომატიზაციას, რაც საბოლოოდ იწვევს მოქ მედების სრულად დაუფლებასა და მის ქცევას უნარად ან ჩვევად. ვარჯიში შეიძლება შესრულდეს უცებ ახსნის შემდეგ, წინასწარი დასწავლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში ვარჯიშის პროცესში განმტკიცება ხდება სრულად.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.