აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
აზრ

აზრითი ექსპერიმენტი

შემეცნებითი საქმიანობის სახე, განსაკუთრებული თეორიული პროცედურა, რომელიც მდგომარეობს ახალი ცოდნის მიღებაში ან არსებულის შემოწმებაში იდალიზირებული ობიექტების კონსტრუირებისა და მათით მანიპულირების გზით ხელოვნურად და პირობითად მოცემულ სიტუაციებში. აზრით ექსპერიმენტში რეალური ექსპერიმენტის სტრუქტურა წარმოსდგება წარმოსახვაში. როგორც წესი, აზრითი ექსპერიმენტი ტარდება რომელიღაც მოდელის (თეორიის) ჩარჩოებში მისი არაწინააღმდეგობრიობის შემოწმების მიზნით. აზრითი ექსპერიმენტის ჩატარებისას შეიძლება აღმოჩნდეს მოდელის შინაგანი პოსტულატების წინააღმდეგობები ან მათი არათავსებადობა გარეგან პრინციპებთან (მოცემული მოდელის მიმართ), რომლებიც ითვლება უპირობოდ ჭეშმარიტად.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9