ვა ვე ვი ვუ
ვებ ვერ

ვებლენის ფექტი

ეკონომიკური თვალსაზრისით დაუსაბუთებელი მაღალი მოთხოვნილება მაღალფასოვანი კატეგორიის საქონელზე. ამასთან, რაც უფრო მაღლდება საქონლის ფასი, მით უფრო მეტია მასზე მოთხოვნილება. მოცემული ეფექტი ძირითადად მახასიათებელია იმ საქონლისათვის, რომელიც თავისი მაღალი ფასის გამო მიუწვდომელია ადამიანთა უმრავლესობისთვის. ეს კი, თავის მხრივ, ხაზს უსვამს ასეთი საქონლის მფლობელის სოციალურ მდგომარეობას. ვებლენის ეფექტი ახასიათებს იმ ადამიანებს, რომლების აფასებენ საქონლის სტატუსს, ამა თუ იმ კონკრეტული მარკის ან ბრენდის ერთგულები არიან. ზოგჯერ ამ ეფექტს ექვემდებარებიან ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ კიბეზე საფეხურით მაღლა ადიან (კარიერული ზრდა, უფრო პრესტიჟულ სამსახურში გადაყვანა და სხვა.)ფსიქოლოგიაში ვებლანის ეფექტი იმისი მაჩვენებელია , რომ ასეთი ადამიანების ფსიქიკაში დომინირებს ფუფუნებისა და პრესტიჟისაკენ სწრაფვის მოტივები.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9