ვა ვე ვი ვუ
ვებ ვერ

ვერნიკეს სფერო

იგივე ვერნიკეს მეტყველებითი ზონა ანუ სენსორული მეტყველებითი ზონა. თავის ტვინის ქერქის ნაწილი, რომელსაც, როგორც ბროკის სფეროს , მეცხრამეტე საუკუნის დასასარულიდან უკავშირებენ მეტყველებას. ბროკის სფეროსგან განსხვავებით, რომელიც მეტყველების კვლავწარმოებაზეა აგებს პასუხს, ვერნიკეს სფერო მონაწილეობს წერითი და ზეპირი მეტყველების შეთვისებისა და გაგების პროცესებში. დადგენილია, რომ ვერნიკეს სფერო მდებარეობს ტვინის დომინანტური ნახევარსფეროს ზედა საფეთქლის ხვეულის უკანა განყოფილებაში. ვერნიკეს სფეროს დაზიანებისას წარმოიშობა რეცეფციული ანუ სწრაფი აფაზია. აფაზიის მქონე ადამიანი ადვილად აერთებს ერთმანეთთან სიტყვებს, მაგრამ მისი ფრაზები გაუგებარი იქნება. ეს განასხვავებს მას მოტორიკული აფაზიის, ანუ ბროკის ფაზისგან, რომლის დროსაც ავადმყოფი იყენებს გააზრებულ სიტყვებს, მაგრამ არა აქვს მათი შეერთების უნარი, ლაპარაკობს „ტელეგრაფულ“ მანერაში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9