(საუცხოო ყმაწვილი)ჰიპერნიჭის მფლობელი ბავშვი, ბუნებრივი ნიჭიერებით დაჯილდოებული. ვუნდერკინდები ის ბავშვებია, რომლებიც საგანმანათლებლო სისტემის მიერ აღიარების მიხედვით მნიშვნელოვნად ჭარბობენ მათი ასაკის სხვა ბავშვების ინტელექტუალური განვითარების დონეს. ვუნდერკინდები, როგორც წესი, თავიანთ ნიჭს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ამჟღავნებენ. ეს ნიჭი შეიძლება ეხებოდეს საქმიანობის ნებისმიერ ინტელექტუალურ სფეროს: მათემატიკას, ფიზიკას, მუსიკას, ენციკლოპედიურ ცოდნას და ასე შემდეგ. მათ შეუძლიათ ადრეულ ასაკში ჩაირიცხონ უმაღლეს სას პავლებელში, დაამთავრონ იგი და დაიცვან კიდეც დისერტაცია, ეს მაშინ, როცა მათი თანატოლები ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ვუნდერკინდები წერენ ოპერებს, ჭადრაკის ნიჭით დაჯილდოებულნი ჩემპიონები ხდებიან.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.