ზე ზნ ზო
ზეი

ზეიგარნიკის ეფექტი

ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც მდგომარეობს იმ გარემოებაში, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან, უფრო ადვილად დაიმახსოვრონ უეცრად შეწყვეტილი მეცადინეობა ან დავალება, ვიდრე ისინი, რომელთა დასრულება მოესწრო. ეს ეფექტი დამოწმებულ იქნა ცდისეული გზით: ჩატარებულ იქნა ცდები, სადაც მონაწილეობდნენ მოსწავლეები და სტუდენტები. ამ ექსპერიმენტების დროს მონაწილეები ასრულებდნენ რამდნიმე დავალებას და წყვეტდნენ სხვა დავალებათა შესრულებას. ექსპერიმენტების დასრულებისას გამოირკვა, რომ შეწყვეტილ დავალებათა დამახსოვრების პროცენტი გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე დასრულებულ დავალებათა დამახსოვრებისა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9