ზე ზნ ზო
ზნე

ზნეობრივი ანაქრონიზმი

ადამიანი ხელმძღვანელობს ურთიერთობის დრომოჭმული ნორმებით,რომლებიც არ შეესაბამება გარემომცველთა მოლოდინებსა და თანამედროვე მორალის მოთხოვნებს. დღევანდელობაში ანაქრონიზმის სახე აქვს, მაგალითად, ხელმძღვანელობის ავტორიტარულ სტილს, საკუთარი თვალსაზრისის თავს მოხვევას, სხვისი აზრის შეუწყნარებლობას. ურთიერთობაში ანაქრონიზმი მოითხოვს აზრებისა და ქცევის ერთგვაროვნებას. კრძალავს ქცევისა და ურთიერთობის ამა თუ იმ- განსაკუთრებით უჩვეულო - ფორმებს, რომლებიც მიღებულია მაგალითად ახალგაზრდულ გარემოში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9