ადამიანმა ან არ იცის ურთიერთობის აუცილებელი ნორმები და ქცევის პრინციპები, ან ხვდება ისეთ სიტუაციაში, როცა მისი ცოდნა აზრს კარგავს და არ „მუშაობს“ ახალ პირობებში. პირველი ვარიანტი უკიდურესად იშვიათი მოვლენაა. სრული ზნეობრივი ვაკუუმის დონეზე მყოფი ადამიანი პრაქტიკულად არ არსებობს. როგორც ამბობენ, ბავშვმაც კი იცის, რა არის კარგი და რა არის ცუდი. მეორე ტიპის ზნეობრივი ვაკუუმი წარმოიქმნება მაშინ, როცა ადამიანი ხვდება პრაქტიკულად მისთვის უცნობ სიტუაციაში, რომელშიც სხვა ზნეობრივი ნორმები და პრინციპებია. ასეთი სიტუაცია თითქმის ფანტასტიკურია, მაგრამ იგი შეიძლება რეალურიც იყოს (მარგინალობის სინდრომი). ზნეობრივი ვაკუუმის დაძლევის ძირითადი გზა ეთიკურიი განათლებაა- სწავლება და აღზრდა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.