ზე ზნ ზო
ზნე

ზნეობრივი ინიციატივის უქონლობა

ადამიანს უკავია მომლოდინეობის პოზიცია, მზრუნველობასა და ყურადღებას ელოდება სხვისგან და მხოლოდ შემდეგ პასუხობს მათზე. ეს არის დაძაბული და გაფაციცებული მომლოდინეობისა და მორალური ვაჭრობის მდგომარეობა პრინციპით „შენ მე, მე შენ“. მაგალითად, ჩვენს საზოგადოებას ზოგი თვლის უზნეოდ და სულიერების არმქონედ, ამტკიცებს, რომ ასეთ საზოგადოებაში შეუძლებელია თვითონ იყო ზნეობრივი. ეს ზნეობრივი ინიციატივის უქონლობის ტიპიური მაგალითია: ჯერ სხვები გახდნენ ზნეობრივები, შემდეგ კი მეც.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9