ზე ზნ ზო
ზნე

ზნეობრივი კამუფლიაჟი

ზნეობრივი კამუფლიაჟი სწრაფვა კარგი შთაბეჭდილების მოხდენისაკენ, ნამდვილი ზნეობრივი კულტურის უქონლობის შენიღბვა. ზნეობრივი კამუფლიაჟის გამოვლინების ფორმა შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ, როგორც წესი, მას ყოველთვის ახლავს მორალური დემაგოგია, ყბედობა ზნეობის დაცემის შესახებ და კულტურის ნორმების დაცვის მოწოდება. სამწუხაროდ, ზნეობრივი კამუფლიაჟი ხშირად ახასიათებს უფროს თაობას, მათ შორის ზოგიერთ მასწავლებელსაც. ამასთან, მორალის კითხვისა და ჭკუის სწავლების ფონზე საკუთარი ნაკლოვანებანი ან შეუმჩნეველი რჩება, ან მართლდება კიდეც.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9