საზოგადოებისა და ადამიანის ზნეობრივი განვითარების დონე, რომელიც ასახავს მათ მიერ საკაცობრიო კულტურის მორალური გამოცდილების შეთვისების ხარისხს, ქცევასა და პიროვნებათაშორის ურთიერთობებში ფასეულობების, პრინციპებისა და ნორმების ორგანული და თანამიმდევრული განხორციელების უნარს, მუდმივი თვითსრულყოფისათვის მზაობას რაც უფრო მაღალია პიროვნების ზნეობრივი კულტურა, მით უფრო მაღალია ურთიერთობის კულტურაც, და პირიქით: ზნეობრივი კულტურის დაბალი დონე ზნეობრივი „პროტოკულტურა“ წარმოშობს ურთიერთობის დეფექტებს, მტკივნეულად ემჩნევა პიროვნების გუნებგანწყობილებას და ატმოსფეროს კოლექტივში. მათი თავიდან აცილების ან დაძლევისათვის საჭიროა ურთიერთობის ძირითადი „დეფექტური“ დონეების ცოდნა. ესენია: