ზნეობის გამარტივება და გაუბრალოება, ურთიერთობაში მიღწეული დონის დაკარგვა, რასაც თან ახლავს ტრადიციებისადმი უპატივცემლობა, ცდისა და დამსახურებული ავტორიტეტების უგულებელყოფა. ეს დეფექტური დონე ხშირად გვხვდება ახალგაზრდებში. ზნეობრივი რეგრესია გამოიხატება უქონლობაში იმისი სურვილისა, რომ შეაფასო საკუთარი ქცევები და შეამჩნიო, რომ ეს ქცევები ეხება სხვა ადამიანთა ინტერესებს. ამასთან, ზნეობრივი რეგრესიისთვის დამახასიათებელია რაციონალიზმი და პრაგმატიზმი, სიხისტე, უხეშობა, ზოგჯერ„წინმსწრები აგრესია“.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.