სხვაზე ორიენტაციის უქონლობა, მისი მოსმენის უუნარობა და სურვილის არქონა. „გამოხმაურებისადმი სიყრუის“ გამოვლინების ეს თავისებური ფორმა თავდაპირველი, ეგოისტური კი არ არის, არამედ შემდეგაა - შეძენილი, ცხოვრებისეულ მდგომარეობათა ძალით ადრე არსებული მორალური თვისებების დაკარგვის შედეგადაა აღმოცენებული. მაგალითად, ჩინოვნიკი-ბიუროკრატი ხანში შესული კაცის საჩივარს აღიქვამს როგორც მარაზმატიკულ კაპრიზს და სურვილი არა აქვს, ჩაწვდეს საქმის ვითარებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.